LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუს-ტემა უნდა დაინგრეს“ – სამოქალაქო აქტივისტებმა სუს-თან აქცია-მსვლელობა გამართეს

70
აქცია სუს-თან

„სუს-ტემა უნდა დაინგრეს“ – ამ მოწოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს. საპროტესტო გამოსვლას რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები – „დროასა“ და „ლელოს“ წევრებიც ესწრებიან.

აქტივისტებს თან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარწერებით: „სირცხვილია“, „ახლა დუმილი დანაშაულია“, „ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს“ „ნუ გაი-სუს-ები.“

„მოვედით იმ შენობასთან, სადაც იხარშება ყველა ის ბოროტება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. აქ გვართმევენ არჩევნებს, აქედან დაძვრებიან ჩვენს ტელეფონებში და საძინებლებში. აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ.

ეს არის საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის დახმარებით ქვეყანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

ფოტო: ტვ „ფორმულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები