სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განცხადებას ეხმაურება და დრონის ჩამოვარდნაზე განმარტებას აკეთებს.
სუსის ცნობით, განცხადება, თითქოს ქარელის სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს.
მათი ცნობით, დღეს ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც ორივეს დაზიანება და ჩამოვარდნა გამოიწვია.
ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.