LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

114
მავთულხლართები

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და წერს, რომ უწყების მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონო დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“. – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.