LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსხიანი ზამთრის მოლოდინში: რუსეთი უკრაინას ყველა მხრივ უტევს – რას აპირებს ევროპა და რას იტყვის აშშ

593
2024-09-04t070452z-1061047422-rc

უკრაინის ფრონტზე რუსეთი ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ავიაციით იერიშები მიიტანა, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა. პუტინი ცდილობს ზამთრის წინ ენერგოინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანოს და ასე დამატებითი პრობლემები შეუქმნას უკრაინას, რომელიც თავის მხრივ ისევ და ისევ ითხოვს ორ რამეს – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებს და აშშ-ის მხრიდან რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას.

სწორედ ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელმაც ასევე გაამახვილა ყურადღება ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებასა დ ჩინეთის როლზე მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკაში.

„ბოლო პერიოდში რუსეთმა მძიმე საავიაციო დარტყმები განახორციელა. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქები, ბავშვები. თავდასხმები იყო მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ აფასებენ, როგორ ეხმარებიან ევროპული სახელწიფოები უკრაინელებს.

მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო აუცილებლობა და უკრაინის პრეზიენტიც თითქმის ყოველ საათობრივ რეჟიმში ითხოვს დახმარებას. პირველ რიგში საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებაზე.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 11 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიაწოდოს უკრაინას.

თუმცა, აქტუალურ საკითხად რჩება ის, რომ უკრაინას არ აქვს აშშ-ის მხრიდან მწვანე შუქი მათ მიერ წარმოებული რაკეტების რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის.
მეორე – არ აქვთ საკმარისი რაოდენობით, რაც მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზის გასამყარებლად.

ჩანს, რომ რუსეთი უკან არ იხევს, პუტინს სამიზნეში ამოღებული აქვს ყველაფერი, ენერგობიექტები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზამთრის წინ. პროგნოზები კი არასახარბიელოა. რუსებმა იერიშები მიიტანეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მკაცრ ზამთარში უკრაინის ენერგოსისტემას შეფერხებები ექნება.

რუსეთის წნეხი ძალიან დიდია. არ არის სტრატეგიული, მაგრამ არის ტაქტიკური უპირატესობა. ეს ადგილები იქნება ბრძოლით გასათავისუფლებელი, ამიტომ საჭირო ხდება შესაბამისი მომზადება, რათა გათავისუფლდეს ეს ტერიტორიები დიდი კონტრიერიშით ან პატარ-პატარა ოპერაციებით, რომელიც იმედია იქნება უახლოეს მომავალში.

ღაზის სექტორში 6 მოკლული მძევლის ინფორმაციამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ისრაელის მოსახლეობა ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია, რათა ვინც ცოცხლები დარჩნენ, ექნებათ შანსი გადარჩნენ და დაუბრუნდნენ ოჯახებს. ნეთანიაჰუ კი ურყევია საკუთარ პოზიციებში და არ აპირებს ღაზის სექტორის სამხრეთიდან, თავდაცვის ძალების გამოყვანას. მისი თქმით, „ფილადელფის დერეფანი“ არ ექვემდებარება განხილვას და არაფრის დიდებით არ მოხდება ჯარის გაყვანა. ეს კიდევ მეტ გაღიზიანებას იწვევს ჰამასის მხრიდან და მეტ ნერვიულობას მძევლების ოჯახებში.

ჰამასმა აღიარა, რომ მძევლები ხელმძღვანელობის ბრძანებით დახვრიტეს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალები ახლოს იყვნენ მძევლებთან და სწორედ მათი ბრძანებით მოკლეს.

ახლო აღმოსავლეთის ვითარება გავლენას ახდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მივიდა კულმინაციურ მომენტამდე. 10 სექტემბერს გაიმართება დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის.
ჰარისი დარწმუნებულია საკუთარ შესაძებლობებში. შედარებით გამოჩნდა მისი ხედვები გადასახადებთან, მცირე ბიზნესთან დაკავშირებით. ცალკეული ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ შესაძლოა ჰარისი დისტანცირდეს კიდეც ჯო ბაიდენის ცალკეული გადაწყვეტილებებისგან.

ტრამპი კი განაგრძობს კამპანიას და მწვავედ საუბრობს, რომ თუ ის ვერ გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს კამალა ჰარისი, ქვეყანა აუცილებლად წავა მესამე მსოფლიო ომისკენ”.

ფოტო: cnn
france24
npr

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g