LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსლიაკის ბავშვები საგარეჯოდან თბილისის აეროპორტში მიჰყავთ

448
5w3h

უკრაინელ და ქართველ სოციალური სამსახურის თამაშრომლებს იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი  საგარეჯოდან  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიჰყავთ.

როგორც ცნობილია, ბავშვები სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი სპეციალური თვითმფრინავით გაემგზავრებიან.

არასრულწლოვნების გადაყვანა საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ხდება.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოში პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანის ბიოლოგიური დედაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g