LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარისას – ფიზიკურად უსწორდებოდა“ – შსს-მ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

167
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

პოპულარულები