LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუვენირები, რომელთა შეძენა სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში შეიძლება

94

ყველა ტურისტი კარგად იცნობს აეროპორტის „დიუთი ფრი” მაღაზიებში სუვენირების შეძენის ტრადიციას, თუმცა საინტერესოა, რას ანიჭებენ მოგზაურები უპირატესობას მსოფლიოს აეროპორტებში.

იტალია, პასტა – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იტალიიდან ტურისტთა უმეტესობას ბანალური პასტა ჩამოაქვს. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური პროდუქტის შეძენა ქალაქის მაღაზიაში უფრო იაფად შეიძლება, ვიდრე აეროპორტში, თუმცა მოგზაურები „ძვირადღირებულ“ ტრადიციას მაინც არ ღალატობენ.

საბერძნეთი, ზეითუნის ზეთი – კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის მთავარ სუვენირად საკვები ითვლება – საბერძნეთია. სხვათაშორის, ზეითუნის ზეთის შეძენა  აეროპორტის „დიუთი ფრი” მაღაზიების გარდა, უმსხვილეს ლაინერებზეც თავისუფლად შეიძლება.

ავსტრია, პარფიუმერია – ვენის აეროპორტი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღაზიების მრავალფეროვნებით, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით პარფიუმერული ბუტიკები სარგებლობენ, ამიტომ  გასაკვირი არაა, რომ ავსტრიული მოგზაურობის შემდეგ, ტურისტები სახლში ყოველთვის ძვირფასი შენაძენით ბრუნდებიან.

ნიუ-იორკი, ვისკი – უცნაურია, რატომ სარგებლობს ვისკი განსაკუთრებული პოპულარობით ნიუ-იორკის აეროპორტში, როცა საუკეთესო ვისკის შეძენა კენტუკის შტატში შეიძლება, თუმცა, ნიუ-იორკის აეროპორტში აღმოჩენილ  მოგზაურთა უმეტესობა  სწორედ აქ ყიდულობს საყვარელ ალკოჰოლურ სასმელს.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები