საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, სვანეთში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია. უწყების ცნობით, ადგილზე 45 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მესტიაში, ეწერისა და ცხუმერის ტყეებში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ორივე სოფლის გამგებლის ინფორმაციით, ხანძარი ტყეებში წუხელ, სავარაუდოდ, გვიან ღამით გაჩნდა.
გამგებლები ამბობენ, რომ ორივე ადგილას ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ნიკა ლებანიძე ავრცელებს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.