LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლა 2250 ლარის ნაცვლად 1575 ლარად: ახალი შეთავაზება აბიტურიენტებს

138

„ევროპის უნივერსიტეტი” აბიტურიენტებს სწავლას შეღავათიან ფასად სთავაზობს. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ის აბიტურიენტები, რომლებიც  „ევროპის უნივერსიტეტს” პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად აირჩევენ, 2250 ლარის ნაცვლად, 1575 ლარად ისწავლიან. 

როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, ”ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტებს საქართველოში ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მათივე ინფორმაციით, „ევროპის უნივერსიტეტში“ ლექციებს ის პროფესორები კითხულობენ, რომლებსაც განათლება დასავლეთის ქვეყნებში აქვთ მიღებული. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

”რაც შეეხება ფაკულტეტებს, გვაქვს 3 ფაკულტეტი: 2017 წლის სასწავლო წლისათვის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მიღება საერთაშორისო სამართლის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებზე გამოაცხადა. ჩვენ აბიტურიენტებისთვის უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს:

  • სამართლის ფაკულტეტი  წარჩინებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე ევროპის საბჭოს რამდენიმე კომიტეტში უშვებს. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ქალაქ მაიამის სასამართლოშიც გაიარონ პრაქტიკა.
  • წელიწადში ორჯერ, აშშ-ს უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსს ინგლისურ ენაზე კითხულობენ. კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტებს აშშ-ს უნივერსიტეტების მიერ გაცემული სერთიფიკატები გადაეცემათ.
  • ჩვენს სტუდენტებს სტაჟირებაზე სხვადასხვა საჯარო უწყებაში, პროკურატურაში, საქალაქო, უზენაესსა და სააპელაციო სასამართლოებშიც ვუშვებთ.
  • სამართლის ფაკულტეტი თანამშრომლობს უცხოურ უნივერსიტეტებთან, რომელთა სამეცნიერო გამოცემებში ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორების ნამუშევრები ქვეყნდება. ამასთან, უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემები უცხოური უნივერსიტეტების სტატიებსაც ბეჭდავს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა მიღება ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ადმინისტრირების, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების, ასევე პროგრამირებისა და ვებ-დეველოპმენტის საბაკალავრო პროგრამებზე გამოაცხადა. ფაკულტეტი დაინტერსებულ პირებს სთავაზობს შემდეგს:

  • ფაკულტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. ამჟამად  მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მემფისის უნივერსიტეტთანაც. ჩვენთან რეგულარულად ჩამოდიან აშშ-ს უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები და კითხულობენ ლექციებს.
  • ფაკულტეტის სტუდენტებს შანსი აქვთ ილინოისის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორების სპეც-კურსებს დაესწრონ. კურსის წარმატებულ მონაწილეებს მიენიჭებათ ბეჯები, რაც ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში განთავსდება. აღნიშნული კი მათ უცხოელ დამსაქმებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათი ცოდნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს.
  • ფაკულტეტი ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების ჯგუფს ქმნის იმისთვის, რომ მათ მიჩიგანის უნივერსიტეტიტადან მოწვეულმა პროფესორმა, ერთი თვის განმავლობაში, ლექციები ოპერაციულ მენეჯმენტში წაუკითხონ.
  • ამავე ფაკულტეტს აქვს გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ინსტიტუტიც, რომელშიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს.

ასევე გვაქვს მედიცინის ფაკუტეტი, რომელიც  წელს დიპლომირებული სტომატოლოგის საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ფაკულტეტი სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ მუშაოაბასაც სთავაზობს”, – აცხადებენ ”ევროპის უნივერსიტეტში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g