LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას: დგებუაძე

84
BeFunky-collage

ორშაბათიდან სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია.

”დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ეტაპობრივად მივცეთ შესაძლებლობა გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ამაზე ინფორმაციას და ზუსტ რიცხვს ეტაპობრივად მოგაწვდით.

კერძო სკოლებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომაა, არა ბუფეტი, არამედ მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება იქნება შესაძლებელი. “ლანჩბოქსები” იქნება, უშუალოდ საკლასო ოთახში მიეწოდებათ, ოთახები განიავდება და დიდი შესვენების პერიოდში დასუფთავდება”. – განაცხადა დგებუაძემ.

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება: ეკატერინე დგებუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები