პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უნგრეთი თანახმაა, რუსეთის Swift-დან გათიშვას მხარი დაუჭიროს.
მატეუშ მორავეცკი “ტვიტერზე” წერს, რომ უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
მსგავის შინაარისის პოსტს აქვეყნებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკიც. როგორც ის ტვიტერზე წერს, უნგრეთის ხელისუფლება არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებულ სანქციებს, მათ შორის არც SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვასთან დაკავშირებით.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გადარიცხვების ორგანიზაციიდან რუსეთის გათიშვას მხარს იტალია და კვიპროსიც დაუჭერენ.