სიტყვა – ,,სუიფტი” (Swiftie), რომელიც ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემელს აღნიშნავს, პოპულარულ ინგლისურენოვან ონლაინ-ლექსიკონს Dictionary.com ოფიციალურად დაემატა.
ტეილორ სვიფტის მუსიკის თაყვანისმცემელი – ლექსიკონში სიტყვა შემდეგნაირად არის განმარტებული.
ტერმინი მომღერლის გვარიდან – Swift მომდინარეობს, რომელსაც დაემატა სუფიქსი –ie, რაც ხშირად გამოიყენება ალერსობითი ფორმების შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ლექსიკონში ახლახან შევიდა, მუსიკოსის ფანები მას 2000-იანი წლების ბოლოდან იყენებენ. თავად არტისტმა ტერმინზე სასაქონლო ნიშანი ჯერ კიდევ 2017 წელს დაარეგისტრირა.
ამრიგად, „სუიფტი“ შეუერთდა სხვა ცნობილ ფანდომებს, მათ შორის Beyhive (ბიონსეს ფანები) და Trekkie („ვარსკვლავური გზის“ თაყვანისმცემლები), რომლებმაც ლექსიკონებში ადგილი ადრე დაიმკვიდრეს.
