LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი“ – პრემიერი აბიტურიენტებს მიმართავს

177
fot (3)

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღეს, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აბიტურიენტებს მიმართავს, რომელთა ნაწილიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას“ – განათლების მინისტრი აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი.

ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ.

აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო.

წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას,“ – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა –45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g