LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბლოიდები ანასტასია ვოლოჩკოვას სასცენო პარტნიორთან რომანზე ალაპარაკდნენ

25

ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა აპრილის დასაწყისში ახალ სპექტაკლის დებიუტისთვის ემზადება, სადაც პირველად მოირგებს დრამატული მსახიობის როლს.

სპექტაკლში მას პარტნიორობას ცნობილი მსახიობი საიდ ბაგოვი გაუწევს. 58 წლის მსახიობისა და ანასტასიას შეხვედრისთანავე, პრესა მათ რომანზე ალაპარაკდა. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, არც ბალერინა მალავს საიდის მიმართ სიმპათიებს.

”სპექტაკლში არის მომენტები, რომელიც ძალიან სექსუალური და ამაღელვებელია. საიდთან მიახლოებისას კი თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ” – ამბობს ანასტასია.

აღსანიშნავია, რომ არასამუშაო გარემოში საიდთან ურთიერთობას ბალერინა არ ადასტურებს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ანასტასიამ პარტნიორი შვილს და დედასაც წარუდგინა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები