LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაილამ ევროპული MTV-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე პატივი აალიას მიაგო

142
photo-collage.png (18)

ევროპული MTV-ის 30-ე, საიუბილეო მუსიკალური დაჯილდოების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, Tyla იყო. სამხრეთ აფრიკელი მომღერალი დაჯილდოების ერთ-ერთ ტრიუმფატორადაც იქცა.

არტისტმა 4-დან 3 ნომინაციაში მოიგო. ესენია: ,,საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტი”, ,,საუკეთესო აფრობიტს არტისტი” და ,,საუკეთესო აფრიკელი არტისტი”. ეს უკანასკნელი მან რეგიონალურ ნომინაციაში მიიღო. საღამოზე მისი სადებიუტო პერფორმანსიც შედგა.

ტეილორ სვიფტისა და თაილას ტრიუმფი MTV Europe Music Awards-ზე, ბენსონ ბუნისა და ტედი სუიმსის სადებიუტო პერფორმანსები და ბასტა რაიმსის სპეციალური შოუ – დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტები

აღსანიშნავია, რომ 22 წლის შემსრულებელმა MTV Europe Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე, 22 წლის ასაკში გარდაცვლილი ლეგენდარული კოლეგის, აალიას საკულტო ლუქი გაიმეორა.

მან რობერტო კავალის იმ კაბის ლურჯი ვარიაცია მოირგო, რომლის ყვითელი ანალოგი აალიას 2000 წლის MTV Video Music Awards-ზე ეცვა. ეს საღამოზე მისი უკანასკნელი გამოჩენა იყო. ზოლიანი კაბა რობერტო კავალის 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა და ის არაერთი სელებრითის ჩაცმულობის ინსპირაცია გამხდარა.

შეგახსენებთ, რომ Aaliyah 22 წლის ასაკში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. თაილამ პოპულარობა სინგლით – Water მოიპოვა, რომლის რელიზი 2023 წლის 28 ივლისს შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები