LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდმა ქვეყანაში ტურისტების დაბრუნების მეთოდი მოიფიქრა

43
_119157983_afc2d0b0-1224-4fc4-9620-ec4e1349c75b

ტაილანდის ხელისუფლება გეგმავს, რომ ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამარტივოს. ამიერიდან ვაქცინირებულ ტურისტებს pcr ტესტის აღება აღარ მოუწევთ, რაც სამეფოს მონახულების სურვილს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს.

ინიციატივის ავტორი ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრო გახდა. უცხოელი მოგზაურების დასაბრუნებლად ქვეყანა იმასაც გეგმავს, რომ სავალდებულო სადაზღვევო თანხის რაოდენობა 20-დან 10 ათასამდე შეამციროს.

ამასთან ერთად Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების გარკვეული ნორმები იმოქმედებს. პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კვლავინდებურად სავალდებულო იქნება და ამ საკითხს ხელისუფლება მოგვიანებით დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები