ცნობილი ვოკალური ჯაზ-ჯგუფი Take Six ერთხელ უკვე სტუმრობდა საქართველოს, ჯაზფესტივალის ფარგლებში და თბილისში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს. როგორც ჩანს, ჯგუფის მოსმენის ბედნიერება მელომანებს კიდევ ერთხელ ექნებათ, რადგან ისინი კვლავ ჩამოდიან საქართველოში.
ამჯერად, Take Six მონაწილეობას მიიღებს ჯანსუღ კახიძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ერთად.
კონცერტი 12 მაისს გაიმართება.