LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მჭედლიშვილი: „ლაშა რომ სახლში მოდის, მე უკვე დასაძინებლად ვემზადები და ჩვენი კომუნიკაცია გამარჯობა-ნახვამდისით შემოიფარგლება…“

345
ლაშა და თაკო

მსახიობ ლაშა გურგენიძის მეუღლე თაკო მჭედლიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, რომ ქმართან ურთიერთობის დეფიციტი აქვს:

„სამუშაო დღეებში ერთად ყოფნას ძირითადად ვერ ვასწრებთ. ლაშა რომ სახლში მოდის, მე უკვე დასაძინებლად ვემზადები და ჩვენი კომუნიკაცია გამარჯობა-ნახვამდისით შემოიფარგლება (იცინის). ლაშას შაბათ-კვირასაც აქვს სპექტაკლები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ დღეებში მე დილიდან საღამომდე სახლში ვარ და უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად. თეატრის გარდა, ლაშა იმდენ რამესაა მოდებული და იმდენი საქმე აქვს, რომ მართლა ძალიან ცოტა დრო რჩება. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსიც აქვს. ბევრს უკითხავს, არ განიცდი, ასეთი დაკავებული რომ არისო? პირიქით, მომწონს. მე და ლაშა წლებია, ერთად ვართ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ზუსტად ვიცით, რა გვწყინს და რა გვიხარია, თუმცა ამის მიუხედავად, დროის ნაკლებობის გამო ჩვენი ურთიერთობა თითქოს სულ ახალია. არ გვბეზრდება, პირიქით, სულ გვენატრება ერთმანეთი…“

ვიდეო: ლაშა გურგენიძე ცოლის მოსაძებნად მხიარულ ხერხს იყენებს: „ერთი წამი მომადე თავი…”

„ჩვენს ოჯახში ტემპერატურა ყოველთვის მაღალია, არის აფეთქებებიც“ – როგორი ურთიერთობა აქვთ ლაშა გურგენიძესა და მის მეუღლეს

ვიდეო: „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ” – ლაშა გურგენიძემ მეუღლეს სიყვარული ლექსით აუხსნა

“წინ მთელი ცხოვრება გვაქვს…” – ლაშა გურგენიძის საქორწილო ვიდეო, სადაც სახალისოდ გვაჩვენებს პროცესს მაღვიძარას ზარიდან ფოიერვერკით წვეულების დასრულების ჩათვლით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები