LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ნაცვლიშვილი კალორიების დაწვის საკუთარ რეცეპტს გვიმხელს – ლიმონი, გრეიპფრუტი და…

38

თაკო ნაცვლიშვილი ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც საზღვარგარეთ შესანიშნავ კარიერას იწყობს და გამოდის ისეთი ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებსა და იღებენ ფოტოსესიებში ისეთი ბრენდები, როგორიცაა „ემპორიო არმანი“, „დოლჩე და გაბანა“, „ზუჰაირ მურადი“ და სხვა მსოფლიო სახელები.

თაკომ ახლახან თავისი საიტიც აამოქმედა, სადაც დაინტერესებულ მკითხველს სილამაზის რჩევებსაც უზიარებს. ერთ-ერთი ასეთი რჩევა ახლახან გააზიარა, თაკო წერს: „გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია“.

„ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ ვინარჩუნებ ფორმას. პირველი მიზეზი გენეტიკაა, დედაჩემიც მუდმივად ფორმაშია, მეორე ფიზიკური დატვირთვა, ყოველდღიურად 5 კილომეტრს გავდივარ ფეხით, გარდა ამისა, ვსვამ 3-4 ლიტრს წყალს.

მაგრამ დღეს დიეტებსა და ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ ვილაპარაკებ, გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და კალორიები. თუკი შევამჩნიე, რომ 1-2- კილო მაქვს მომატებული, ამ რეცეპტს ვიყენებ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შეგიქმნათ, მაგალითად, გამოიწვიოს გასტრიტი.

ჩემი რეცეპტისთვის კი დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  1. ნახევარი ლიმონი
  2. მწვანე ჩაი, უმჯობესია, არა პაკეტის
  3. ერთი გრეიპფრუტი

კარგი იქნება, თუკი ამ რეცეპტს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყენებთ, მანამდე თქვენი ბოლო ჭამიდან ორი საათი მაინც იყოს გასული. საღამოს ერთი გრეიპფრუტი მიიღეთ, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც წინასწარ ნახევარ ლიმონს ჩაწურავთ. ეს სინთეზი ცხიმის დაწვას ადვილად უმკლავდება“. – აღნიშნავს მოდელი.

2279337

5175045_orig

7481994_orig

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები