LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „ბაზების გახსნის თაობაზე ინფორმაცია სამარცხვინო მანიპულაციაა, ბოდიშის მოხდა მართებს ყველას, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა“

141
არჩილ თალაკვაძე

„ბაზების გახსნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ასეთი დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი“ – კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს

„ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა“

„ეს იყო კლასიკური მანიპულაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ერთი ხელით თქვეს ჭორი და მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები, შეფასებები.

წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროდიუსერები და მათი სპიკერები ჩვენს საზოგადოებას.

გამოდის, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ ნახა ფორმატი, დრო და მოლაპარაკების საშუალება საქართველოს მთავრობასთან და ვინმე ქალბატონ ლიკას დააბარა, რომ უნდა ბაზის გახსნა და რას იტყოდა ამაზე ოფიციალური თბილისი.

კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!

ისევ ქალბატონმა ლიკამ მიიტანა თურმე ამბავი უკან და აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეუთვალა. აბსურდთან ერთად, ეს ძალიან სამარცხვინო მანიპულაციაა, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა ადამიანს, ვინც ორი დღის განმავლობაში ამით სპეკულირებდა.

კობახიძე NATO-ში მიღებაზე: „ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა ძალიან საშიშია, გაციება იცის“

ამერიკის საელჩომ პრაქტიკულად უარყო და ამით ტყუილში, მანიპულაციაში დაადანაშაულა ეს კონკრეტული ძალა, მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები, თუ სპიკერები.

ასეთი მანიპულაციები, დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ ვნახავთ, ვინ მოიგონა ეს ჭორი, შემდეგ ვინ ცდილობდა ამის გავრცელებას, უკვე ყველაფერი ნათელი იქნება.

იმ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრით არიან დაკავებული“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g