LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალებ რიფაი: საქართველო არის ბრენდი

109

“საქართველო არის ბრენდი”– ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ, ელ პარდოს სასახლეში ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

“საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება.როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობ, სილამაზეს ყველგან ხედავ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა”,– განაცხადა ტალებ რიფაიმ.

შეხვედრას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში იხსნება. ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

magti 5g