პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც ლაშა ხუციშვილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მიმართა.
ტალიაშვილის თქმით, სტაგნაციას ავცდით და პროგრესი თვალსაჩინოა.
აქვე ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანი იმედის ხაზი და ტენდენცია ამ მიმართულებით შესანარჩუნებელია“.
“თქვენი ანგარიშიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც რეცესიის ეტაპი ჰქვია, დაძლეულია. სტაგნაციას ავცდით და ქვეყანა უკუსვლიდან ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავიდა.
პროგრესი თვალსაჩინოა! მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, – მიმართა ფინანსთა მინისტრს თამარ ტალიაშვილმა.
2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 5000 დოლარამდე გაიზარდა – ფინანსთა მინისტრი