LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიბანი“ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის – ავღანეთს უშუქო ზამთარი ემუქრება

91
თალიბანი - უშუქობა ქაბულში

ელექტროენერგიის მიწოდება ქაბულში რისკის ქვეშაა, რადგან „თალიბანმა“ შეწყვიტა ელექტროენერგიის გადასახადების გადახდა იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ქვეყანას ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს აწვდიან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს.

ავღანეთის ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დაუდ ნოორზაის თქმით, შედეგები გავლენას მთელ ქვეყანაზე იქონიებს, თუმცა განსაკუთრებით, ქაბულზე. გადაუხდელობის შემთხვევაში, ავღანეთის დედაქალაქს უშუქო ზამთარი ემუქრება.

„მოსალოდნელია უშუქობა, როცა საქმე ეხება ელექტროენერგიასა და ტელეკომუნიკაციას, ეს ავღანეთს ბნელ საუკუნეებში დააბრუნებს“, – თქვა დაუდ ნოორზაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები