LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიბანს“ მსოფლიომ შანსი უნდა მისცეს – რატომ ფიქრობს გენერალი კარტერი, რომ მოძრაობის წევრები შეიცვალნენ

104
გენერალი

მსოფლიომ უნდა მისცეს სივრცე „თალიბანს“, რომ ავღანეთში ახალი მთავრობა შექმნან. შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ მეაბოხეები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში დასავლეთის მებრძოლებად ითვლებოდნენ, უფრო გონივრულები გახდნენ.

ამის შესახებ გენერალმა, დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკ კარტერმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენი, უნდა შევინარჩუნოთ ნერვები და უნდა მივცეთ მათ საშუალება, შექმნან მთავრობა. მათ უნდა მივცეთ სივრცე, რომ აჩვენონ თავიანთი თავი. შეიძლება ეს „თალიბანი“ განსხვავებული იყოს იმ „თალიბანისგან”, რომელიც ხალხს ახსოვს 1990 -იანი წლებიდან”, – ამბობს კარტერი.

“თალიბანი” აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციის პირობას დებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებში ამბობენ, რომ გამანადგურებელ ზომებს მიმართავენ

კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ „თალიბანი“ არსებითად “ქვეყნის ბიჭები” იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ  ტრადიციული ტომობრივი ცხოვრების წესით და ქცევის კოდექსი განსხვავებული აქვთ.

შეიძლება „თალიბანი“ იყოს უფრო გონივრული, – ამბობს კარტერი და დასძენს, რომ ისინი ამჯერად ნაკლებად რეპრესიულები არიან.

„თუ შეხედავთ, როგორ მართავენ ისინი ამ მომენტისთვის ქაბულს, ნახავთ, რომ ისინი უფრო გონივრულად იქცევიან. თალიბებს სჭირდებათ საერთაშორისო აღიარება. მათ ძალაუფლება მიიღეს ძალაუფლებით და ახლა სურთ საერთაშორისო აღიარება ჩინეთიდან,რუსეთიდან და დასავლეთიდან.  ასე რომ ისინი, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ მომხიბლავ სიტყვებს „ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობები“, – ამბობს გენერალი.

შეგახსენებთ, 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

15 აგვისტოს მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ.

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g