LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა

137
dsdsdsdsds

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, საქართველოში უნგრული ბორტით გამოემგზავრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე,  რომელთა სწრაფი ევაკუაციისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს.

„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში. ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ, მე როგორც უკვე აღვნიშნე, პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი იქიდან, რომელსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები. პარალელურად, თქვენ იცი, რომ ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს. ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქაოსური მდგომარეობააა, მძიმე ვითარებაა და თუ მოხდება მალე გაგზავნა, გამოემგზავრებიან, თუ არადა, რა საშუალებაც უფრო ადრე იქნება, რაც შეიძლება მალე რომ წამოვიყვანოთ, იმ საშუალებას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g