თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, იმისთვის დაიბარეს, რომ მობილური ტელეფონისთვის ლუქის მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, ბიუროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონი უკვე გახსნილი იყო, მონაცემები კი – დაკოპირებული. რამიშვილი განმარტავს, რომ ამ ტელეფონის აღმოჩენისთანავე, ის გამომძიებლებს ადგილზევე დაალუქინა და ლუქზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა იმისთვის, რომ გამოძიებას ის მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა.
ადვოკატი აცხადებს, რომ, პროტესტის ნიშნად, არ გაეცნო იმ ინფორმაციას, რომელიც ამ ტელეფონიდან, მისი და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დასწრების გარეშე ამოიღეს და მოითხოვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნოს. საუბარია 99 გეგაბაიტის მოცულობის მონაცემებზე.
შეგახსენებთ,ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა,რომლის მიზანიც იყო მიეღოთ ცნობები რა ინფორმაცია ინახება ტელეფონში და ვისთან ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს ბოლოს კომუნიკაცია.