LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა – „ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ყველა ჩანაწერი და ამით დამტკიცდეს, რაც სინამდვილეში მოხდა“

239
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

2020 წელს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა – აღნიშნულის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა, ოჯახი ითხოვს, რომ ყველა ჩანაწერი გასაჯაროვდეს და დამტკიცდეს, რაც სინამდვილეში მოხდა.

„საჩივარი შევიტანეთ, როგორც მოგეხსენებათ, შოთაძემ [იმ დროს გენერალურმა პროკურორმა] ყველაფერი გააყალბა, ჩაფარცხა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე არ გახსნილიყო. ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ყველა ის ჩანაწერი და ამით დამტკიცდეს, რაც სინამდვილეში მოხდა.

სულ ვამბობდი – მაშინ ქოლ-ცენტრების ამბავი ახალი ხილი იყო – სულ ვამბობდი, რომ ლილუაშვილი არის ამ საქმეში ჩართული და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, როგორც აღმოჩნდა, თურმე თვითონ ყოფილა სათავეში და თვითონ ჰქონია ის ქოლ-ცენტრები და კურირებდა ყველაფერს. ახლა ზის ციხეში და ამის მოლოდინიც მაქვს, რომ დაუმძიმდეს სასჯელი, თუკი რამით აქვს წვლილი მიღებული თამუნას ამბავში“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, საქ­მე კი და­ი­ხუ­რა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიის არსებობაში ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა

„მეხუთედ დადგა ის ავად სახსენებელი დღე – დღე შენი გაუჩინარებისა… როგორ მინდა ჩემი ცხოვრებიდან ამოვშანთო 2020 წლის 18 ივლისი… არავინ იცის ჩემ გულში რა ჯოჯოხეთი ტრიალებს“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g