LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

262
BeFunky-collage - 2023-04-30T234249.553

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით უნდა დაიწყოს.

დედის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში ყველაფერი წაშლილი იყო.

„აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყონ თავიდან. ყველაფერი ზუსტადაც მიანიშნებს და ამტკიცებს იმას, რომ ყველაფერი წაშლილია ტელეფონში და Whatsapp-ში პირველ რიგში, სადაც დაურეკეს თამარს და გაიტყუეს სახლიდან საქმის გასარჩევად.

შოთაძეს მივმართავ, კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძიება. მტკიცებულებები საკმარისია და საკმარისზე მეტიც არის, რომ დაიწყონ გამოძიება. თუ არადა, პირდაპირ უკვე მიუთითებს მაგათ მფარველობაზე, რომ მფარველობენ მკვლელებს და აყალბებენ ყველაფერს”, – აცხადებს „ფორმულას” ცნობით, თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღსანიშნავია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას დღემდე არ იზიარებს.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას…არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები