LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ბორის ჯონსონის ფეხსაცმელებზე გამხსენდა – ნეტა იცოდეთ, მე და დიასახლისი რა მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი ახლით რომ ჩავანაცვლოთ!“

767
chergoleishvili

თამარ ჩერგოლეიშვილი ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტს ეხმიანება და აქცენტს აკეთებს მის ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით კი, ძველ ფეხსაცმელზე, რომელმაც მნახველთა გაოცება გამოიწვია:

„გიგაზე რომ ვიქორწინე, მისი გარდერობის შეუმჩნეველი გამოცვლა დავიწყე. წინააღმდეგობა რომ არ შემხვედროდა, ახალ პერანგებს, პიჯაკებს და ფეხსაცმელებს, ძველების ნაცვლად ვაწყობდი და ნელ-ნელა იცვამდა, ვერც ამჩნევდა დიდად.

ერთხელაც მოვიდა გაოგნებული, ორი ადამიანი დამისახელა, დღეს მითხრეს, რა მაგარი ფეხსაცმელი გაცვიაო! და ფეხებზე რა პონტში მიყურებენო.
ბორის ჯონსონის ფეხსაცმელებზე გამხსენდა – ნეტა იცოდეთ, მე და დიასახლისი რა მალაყებს გადავდივართ, გიგას ძველი ფეხსაცმელი ახლით რომ ჩავანაცვლოთ! დიდი პრობლემაა მისთვის ახალზე გადასვლა.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძველი ფეხსაცმელი არაფერს ნიშნავს – არც თავმდაბლობას, არც გაჭირვებას, არც არაფერს, მგონი, ფეხი რომ თავისუფლად, მიჩვეულ ყალიბში აქვთ, ეგ ევასებათ…“

პოპულალურები