LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი ცერცვაძეს მიმართავს: “ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში? რატომ დავუთმეთ ასპარეზი პოლიტიკას და რატომ გავდექით განზე?”

962
BeFunky-collage (3)

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ეხმიანება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას, სადაც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაშიც მთავრობას ადანაშაულებს დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლის არარსებობაა.

ჟამურაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება დაგვიანებულია.

“‼ გადაბრალების ჟამიც დამდგრა…
⁉️ ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ არ ითქვა ეს სიტყვები ივნისში?
‼ რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში?
‼ ის, რასაც მე-4 ტალღა გვიქადდა, წესით ყველა ექიმს უნდა სცოდნოდა წინასწარ (ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოწერილ “ექიმების ღია წერილში”), რატომ დავუთმეთ ასპარეზი პოლიტიკას და რატომ გავდექით განზე?
‼ ივნისში რეგულაციები რომ არ შემსუბუქებულიყო, მე-4 ტალღა სექტემბერში დაგვიდგებოდა, ისევე როგორც გერმანიაში და მანამდე უფრო მეტი აცრილიც გვეყოლებოდა…
‼ მე-4 ტალღა მთავრდება, ეხლა რისთვის და ვისთვის არის ეს დაგვიანებული აღიარება?”,- წერს ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g