LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო ეფექტურია…“

139
jamurashvili

შარიტეს კლინიკის პულმონოლოგი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში „ფაიზერის“ ბოლო კვლევას ეხმაურება, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და წერს, რომ ამ ვაქცინით აცრებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი კარგ შედეგს იძლევა.

გთავაზობთ მის პოსტს:

„გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის

✅ უამრავი კითხვა მოდის ამ საკითხთან და ქვემოთ მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო.

‼ კვლევა ჩატარდა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში

‼ კვლევაში მონაწილეობდა 503 პირი/ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი

‼ საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამომუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია) ვიდრე 3-4კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში.

‼ გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე. განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე. T-უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.

‼ მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოკლე,  3-4კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

‼ ორი დოზის შემდეგ T-უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებეში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4-უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა.

‼ გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა-შტამის, ასევე ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ.

‼ კომენტარი: ჩემი აზრით კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:

1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო

2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდ-ი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.

‼ სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g