LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „თუ ასე განვაგრძეთ, ტურისტული სეზონის ბოლოს შარშანდელი იტალია მონაგონი იქნება“

55
tamarjamurashvilinews

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში შექმნილ ეპიდსიტუაციას ეხმიანება და წერს, რომ მეოთხე ტალღა დაწყებულია.

„2600 ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია პატარა ქვეყნისთვის!

მე-4 ტალღა დაწყებულია. ის, რასაც დღეს ვიმკით, სწორედ იმ ქაოსის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სუფევს. დღეს არის უკვე კლინიკები თითქმის გადავსებული და თუ ასე განვაგრძეთ, ტურისტული სეზონის ბოლოს შარშანდელი იტალია მონაგონი იქნება.

‼️ სასწრაფოდ საჭიროა ადეკვატური რეგულაციები.

✅ წითელი ზონიდან ან აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა ან კარანტინი დაუწესდეთ.

✅ კოვიდ-პასპორტების მკაცრ კონტროლთან ერთად PCR-ტესტი აუცილებელია!

✅ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, ჩაერთოს უფრო მეტი კლინიკა და გამოსწორდეს რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

✅ აუცილებელია ახალი ვაქცინაციის პროტოკოლი ორსულთა და მეძუძური ქალბატონებისთვის.

✅ აუცილებელია ყველა, ვინც სინოფარმით ან სინონვაკით აიცრა, mRNA-ვაქცინით, მესამე დოზისთვის (ბუსტერი) იყოს გათვალისწინებული ყველაზე გვიან სექტემბერში მაინც.

‼️ აუცილებელია კლინიკების საწოლების გათავისუფლება მსუბუქი შემთხვევებისგან. კოლეგებო, ნუ გავწერთ პაციენტებს საკუთარი სურვილით, მათ გართულების შემთხვევაში დაფინანსება უუქმდებათ. შევაფასოთ მდგომარეობა და ვინც ჟანგბადს არ საჭიროებს, უკლებლივ ყველა იმართოს ამბულატორიულად.

მთელი წელია კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. მსუბუქი ფორმების ამბულატორიული მართვა წესით პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს!

‼️ ეს და ბევრი სხვა დეტალია, რომლის გამოსწორებაც თუ სასწრაფოდ არ მოხდა, ძალიან ცუდად გვვექნება მალე საქმე.

⚠️არანაირი კრიტიკა!!! მხოლოდ ჩემი თვალით დანახული რეალობა და თხოვნა გამოსწორდეს მდგომარეობა…

‼️ ეს დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g