ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟანგბადის მომარაგებასთან არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჟანგბადის მიწოდების ჯაჭვი კომპლექსურია და ადგილობრივის გარდა, მათი შემოტანა საზღვარგარეთიდანაც ხდება.
„ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები იმაში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა.
გაუგზავნა თუ არა ტიკარაძემ წერილი კლინიკებს, რომ ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით გამოეყენებინათ - გაბუნიას განმარტება
ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.
მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს კლინიკებს შორის გადანაწილება, ანუ კლინიკამ, რომელსაც აქვს მარაგი დაეხმაროს მეორე კლინიკას.
ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით. იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღიშნა, რომ სოციალურ ქსელის საშუალებით ჟანგბადის მოძიება, არ მიაჩნია სწორ პრაქტიკად.
კლინიკებში ჟანგბადის მარაგი იწურება – ვახტანგ კალოიანი მიზეზებზე საუბრობს
