LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებში ჟანგბადის მარაგი იწურება – ვახტანგ კალოიანი მიზეზებზე საუბრობს

452
ჟანგბადი

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ჟანგბადის მარაგი იწურება და იმ შემთხვევაში, თუ დღეს კლინიკები ჟანგბადის ბალონებით ვერ მომარაგდება, ვითარება უკონტროლო გახდება. რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში აღნიშნული საკითხი და როგორ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემის მოგვარებას – ამ შეკითხვით უწყებას “ფორტუნამ” მიმართა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, თემაზე მოგვიანებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადება.

უწყების ოფიციალურ განმარტებამდე კი პრობლემის შესახებ აქტიურად საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები.  ევროპული საქართველოს წევრის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ჟანგბადის აპარატების გადანაწილება პაციენტებზე შესაძლოა, შერჩევითად მოხდეს.

„ჟანგბადთან დაკავშირებით დაძაბულობა სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო. ამაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას.

მან ეს ყურად არ იღო და ახლა გადაუდებელ სასწრაფო პირობებში უწევს ამ პრობლემის მოგვარება, როცა ვერ ითვლი ჟანგბადის რაოდენობას, რაც საჭიროა ინფიცირების პიკზე, რა თქმა უნდა, ეს ელემენტარულ კვალიფიკაციაზე, უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

ჟანგბადის დეფიციტის მიზეზად დაგვიანებული რეისი სახელდება, რომლითაც საქართველოში აზერბაიჯანიდან 28 ტონა ჟანგბადი უნდა შემოიტანონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები