LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაია: ქალებთან ომს გადაჰყვება არა მხოლოდ შალვა რამიშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეც, ეს გარდაუვალია

154
თამარა კორძაია

„ქალებთან ომს გადაჰყვება არა მხოლოდ შალვა რამიშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეც, რადგან ეს გარდაუვალია. ჩაგვრა არის საშინელება და ორმაგად საშინელებაა, როცა ქალებს ჩაგრავენ“, – ამის შესახებ „tv პირველის“ ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა და ამ კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

კორძაიას მოსაზრებით, ისინი [ხელისუფლების წევრები] ძალადობენ მოქალაქეებზე, თითოეულ ჩვენგანზე და გაჩაღებული აქვთ დეზინფორმაციული ომი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

„ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება, რადგან შეიძლება ნებისმიერი ადამიანის და, შვილი, ცოლი, არ ვიცი, ნებისმიერი ქალი შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.“ – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

„რა თქმა უნდა, ცდილობენ იმასაც, რომ ყველაფერი გაუვიდეთ. აქ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ისინი იტყუებიან და ძალიან მწყობრი, გააზრებული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

ქალებთან ომს გადაჰყვება არა მხოლოდ შალვა რამიშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეც, რადგან ეს გარდაუვალია. ჩაგვრა არის საშინელება და ორმაგად საშინელებაა, როცა ქალებს ჩაგრავენ. როგორც კი ქალებმა შალვა რამიშვილის მხილება დაიწყეს, ის ძალადობაზე გადავიდა.

კაციშვილმა არ იცის, რატომ შეითხზა ეს ამბები, ყველაფერს კეზერაშვილს ვერ მიაწერ.

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“ – კობახიძის თქმით, შალვა რამიშვილზე „პოლიტიკური შეტევა“ კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა

როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიაა დაწყებული, ის საზოგადოებას პირდაპირ აქეზებს და ისევ მათ წინააღმდეგ, რადგან არავინ არ ჭამს იმას, რომ შალვა რამიშვილი წესიერი კაცია, ყველამ იცის ის ვინ და რაც არის.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g