LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“ – კობახიძის თქმით, შალვა რამიშვილზე „პოლიტიკური შეტევა“ კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა

225
BeFunky-collage

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილზე  პოლიტიკური მიზნით და მოტივით ნაკარნახევი შეტევა ხორციელდება.

მისივე სიტყვებით, „შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა დავით კეზერაშვილის მიერ“

„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე.

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მირანდა ძირკვაძის განცხადებით, ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი.

„პოსტივი“, სულ რაღაც 5 წელიწადში, გავლენიან მედიად ჩამოყალიბდა. არც შალვას რამიშვილის როლია დასამალი, ამიტომაც ცდილობენ, მოძალადედ გამოაცხადონ“ – ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს

„პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი.

რაც შეეხება ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ.

ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, – „ამდენი ქალის მოსყიდვა შეძლო კეზერაშვილმა?“ – კობახიძემ აღნიშნა: „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ესაა რამიშვილის გონებაში მოფიქრებული ნაგავი, რომ ყველას დაავიწყდეს ის ამბები, რასაც ახლა გოგოები მასზე ჰყვებიან – თათია კარგადაა და ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“ – ანაკო ტურაშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის სახლში მივიდა – „მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g