პრეზიდენტისადმი საჯარო მიმართვის შემდეგ, ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის სახლში „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მივიდა.

თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს: დამეხმარეთ! რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან, რეალით შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! 

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა იმ ქალის გვერდით იქნება ვინც ძალადობის და პროპაგანდის სამიზნეა:

„მოვედი თათიას მხარდასაჭერად!

მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა.

გამძლეობა ამ ბრძოლაში თათიას!“ – წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ თათია სამხარაძემ პრეზიდენტს მიმართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ „POST TV“-ს ჟურნალისტი მის სახლთან მივიდა და რომ სადარბაზოსთან რამდენიმე ჯგუფი ჰყარაულობს.

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები