LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

479
მაკა ჩიჩუა თათიაზე და შალვაზე

„მე ძალიან კარგად ვიცი თათიას ამბავი, ქალების შეკრებაზე ვიყავი და იქ ვუთხარი: თათია შენს გვერდზეა ყველა, ვისაც აქვს სინდისი, ნამუსი და ვინც ხვდება, მართლაც რა მძიმეა შენი მდგომარეობა დღეს, რომელმაც ხმა ამოიღე და ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგი“, – ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რითაც იგი ტელეწამყვან თათია სამხარაძის ირგვლივ შექმნილ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ჩიჩუამ „tv პირველის“ ეთერში აღნიშნა, თათია იყო პიონერი, ვინც გაბედა და ამაზე ილაპარაკა. ჩიჩუას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ის [თათია სამხარაძე] არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც მსგავსი შევიწროება გამოიარა.

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მირანდა ძირკვაძის განცხადებით, ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

სასამართლომ აღიარა, რომ ის კაცი მასზე ძალადობდა და ავიწროებდა, შემდეგ ეს ამბავი რაღაცნაირად გაიყინა და ახლა ახალი ტალღა.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ესაა რამიშვილის გონებაში მოფიქრებული ნაგავი, რომ ყველას დაავიწყდეს ის ამბები, რასაც ახლა გოგოები მასზე ჰყვებიან – თათია კარგადაა და ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“ – ანაკო ტურაშვილი

ყველას შეშინება უნდათ და ყველას ემუქრებიან, რომ გავბედავთ და სახლებში შემოგივარდებით.. საერთოდ არ ვიცი ეს ჩიქოვანი საქმეში, რომელზეც თათია ამბობს, რომ სისულელეა, რა ძალადობა. ეს ცრუ ზარი პოლიციაში, დარაზმული პოლიციელები, გაუგებარია..

პოლიციელი, რომელიც საზოგადოების ასეთ შევიწროებულ, შეშინებულ, დაძაბულ, მოქალაქეს უნდა იცავდეს, პირიქით ხდება, თითქოს არაფერი..

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან… ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება, რადგან შეიძლება ნებისმიერი ადამიანის და, შვილი, ცოლი, არ ვიცი, ნებისმიერი ქალი შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს..

ამიტომ, ასეთი ტიპის მოძალადე, რომელიც ასე თაღლითობს და ასე თამამ ნაბიჯებს დგამს, ჰგონია კიდევ გაუვა, ეს ასე არაა – ახლა კულმინაციაა, სრულიად ქვეყნის საზოგადოება ჩართულია და ჩვენ არც ერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ.

თათია, ჩემო კარგო, იცოდე, რომ შენს გვერდზე ვართ ყველანი და არ შეგეშინდეს. ეს როგორც აფეთქდა, ისე დაცხრება. იცოდე, რომ საზოგადოების ყველა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, შენს გვერდითაა.“ – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის სახლში მივიდა – „მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები