LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა

54
befunky-collage-1-2021-05-06-14-12-23-815108

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.

როგორც კორძაია წერს, პარტიიის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით გუშინ მიმართა და 6-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. მისივე თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

“მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ დამოუკიდებლად საქმიანობით.

პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით.

მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ.

პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი”- წერს თამარ კორძაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g