დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვია სარჩელი, რომლითაც პირადი განცხადების მიუხედავად, სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნებაზე პარლამენტის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს სხვა მოსარჩელეებს, კერძოდ, ზურა გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას.
„სარჩელის შეტანას აქვს თავისი ვადები, ამ ვადების გაშვება არ შეიძლებოდა, ამიტომ 16 თებერვალს მე შევიტანე სარჩელი უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დადგენილებას ვასაჩივრებდი, მაგრამ 16 თებერვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესები აბსოლუტურად სხვანაირად განვითარდა.
22 თებერვალს დაიჭირეს ნიკა მელია, შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტიორები ჩაერთნენ ამ პროცესში, მთელმა დასავლეთმა გაიგო, რა ტიპის კრიზისი იყო ქვეყანაში, დასავლელი პარტიორების ძალისხმევით შედგა შეთანხმება შარ მიშელის დოკუმენტის სახელწოდებით. 31 მაისს მე მოვაწერე ხელი და ამით განვაცხადე თანხმობა პარლამენტში საქმიანობაზე.
აქედან გამომდინარე, ავიღე პასუხისმგელობა პარლამენტში საქმიანობაზე. მიმაჩნია, რომ არსით სარჩელი საფუძვლიანი და დასაბუთებელი იყო, მაგრამ თანამშრომლობის წესები მოითხოვდა, ხელი მომეწერა და შემოვსულიყავი პარლამენტში, ამიტომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ის აზრს კარგავდა, არ იყო გონივრული ამ დავის გაგრძელება, შესაბამისად, გამოვიტანე“. – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოსარჩელე პირებმა რმდენიმე თვის წინ შეიტანეს, მას შემდეგ რეალობა შეიცვალა და ოპოზიციონერი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელს დღეს არსებითად, დისტანციურ რეჟიმში განიხილავს.
