LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

361
1593016898

თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, თორნიკე რიჟამაძის განცხადებით, დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა სამი პაციენტი, ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მამაკაცს მკერდის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, ერთ-ერთ ქალბატონს კი კისრის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა. მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და რამდენიმე საათში, დაკვირვების შემდეგ დატოვებენ კლინიკას“ -განაცხადა თორნიკე რიჟამაძემ.

დაშავებულები სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა არიან გადაყვანილი.

თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ორ ავტომობილს დაეცა: დაშავდა ერთი ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები