LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარობას გილოცავ დე! იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად: თეონა თამაზაშვილი

548
თეონა თამაზაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში შვილს თამარობის დღესასწაულს ულოცავს.

„თამარობას გილოცავ დე! ჩემო სიცოცხლით დაუტკბობელო შვილო. შენ დედოფლობა დაგმშვენდებოდა მაგრამ ვინ გაცალა? ბოროტმა ძალებმა წამართვეს შენი თავი. იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად. როდემდე უნდა მტანჯავდეს უშენობა და უსამართლობა“, – წერს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები