თამაზ მეჭიაური ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავს, ამის შესახებ დეპუტატმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჯერ-ჯერობით, კონსულტაციები მაქვს მთელ რიგ პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა კერძო პირთან, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი აქვთ. საბოლოოდ, ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა. გარკვეულ ნაწილთან უკვე გვაქვს შეთანხმება. ალბათ, ეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ – ორ კვირაში მიიღებს საბოლოო სახეს, რასაც ჩვენს მოსახლეობას გავაცნობ“, – განაცხადა მეჭიაურმა.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
