LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრი ბზიავა: „სულ გვაქვს ომი მისი სიცხარის გამო. იმაზე მეშლება ნერვები, რომ ქეთი სულ სხვა ადამიანი ჩანს ეკრანზე, ვიდრე სინამდვილეში არის…“

98
ketidolidze

ქეთი დოლიძე „პრაიმშოუს“ ქალიშვილთან, მსახიობ თამრი ბზიავასთან ერთად სტუმრობდა. რეჟისორის შვილმა აღნიშნა, რომ დედამ და მამამ ძალიან ბევრი რამ ანახეს ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის, მოგზაურობა საზღვრებს გარეთ და დიდი გავლენა მოახდინეს. „მე იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ უკვე ძალიან შემდგარი დედ-მამა მყავდა, ყოველთვის ვუყურებდი ქეთისა და კოკასაც, როგორც მაგალითებს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ მშობელი უნდა იყოს საკუთარი თავისთვის ავტორიტეტი და მერე შვილისთვისაც იქნება. მშობელმაც უნდა გაითვალისწინოს შვილის აზრი. ხშირად ბევრი მშობელი შვილის აზრს არ ითვალისწინებს. ამაზე ხშირად მაქვს კამათი. მსგავსი ჯიუტი და გურული ადამიანი, როგორიც ქეთია, პლანეტაზე მეორე არ მეგულება. სულ გვაქვს ომი მისი სიცხარის გამო. იმაზე მეშლება ნერვები, რომ ქეთი სულ სხვა ადამიანი ჩანს ეკრანზე, ვიდრე სინამდვილეში არის. თვითონაც არ უნდა ეს, მაგრამ აქვს შლეიფი, რომ არის მკაცრი და თითს იქნევს. აბსოლუტურად სხვა რამეა, ვინც ქეთის იცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g