LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო – ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები“

409
თამრიკო ჭოხონელიძე

ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს, – ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ აქციაზე განაცხადა.

“ხელისუფალი იმიტომ გქვია, რომ ხალხს უნდა ემსახურებოდე. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობდნენ. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან დაჩაგრულები არიან თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება არ იცოდნენ, რომ ეს ელოდათ. ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს. კიდევ 30 დღე რომ დასჭირდეს, არ დავიღლებით, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ერთ მხარეს არის დაღუპვა, მეორე მხარეს არის გადარჩენა, რა თქმა უნდა, წავალთ იქ სადაც გადარჩენაა. ეს ხელისუფლება აღმოჩნდა მარიონეტი, ყველაზე დიდი მტრის, ეს არის რუსეთი, ამაზე მწყდება გული. ქართული გვარის მატარებლები არიან და რა ჩაიდინეს? როგორ არ რცხვენიათ?!

ჩვენ ვართ გაბრაზებულები. მეგონა, რომ მარტო მშვიდი და ლაღი სიმღერის სიმღერა შემეძლო, თუ მე ხმას ასე ამოვიღებდი, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი შეუძლია გაბრაზებულ ადამიანს. ახლა არის კატეგორიული მოთხოვნა და ეს უნდა გააკეთონ.

ქვეყანაში ისეთი მოვლენები ვითარდება, უნდა მიხვდნენ, რომ მათი საქმე ვერ არის კარგად და დროზე მიხვდნენ და გამოუშვან დაპატიმრებული ადამიანები, ახალ წელს ოჯახში შეახვედრონ”,- განაცხადა ჭოხონელიძემ.

სლაიდზე აქციის ფოტოები: პუბლიკა

„ვგრძნობ, რომ საქართველო თავიდან იბადება. ამდენი ახალგაზრდა მაძლევს იმედს, რომ არ დავიქცევით“ – ნინო სუხიშვილის გზავნილი მუსიკოსებისა და ხელოვანების მარშიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g