LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო გვერდწითელმა ახალი პროგრამა ნიუ იორკის „კარნეგი ჰოლში“ წარადგინა

84

თამრიკო გვერდწითელის შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია. ახალახან ქართველმა შემსრულებელმა ნიუ იორკში, ცნობილ დარბაზში – „კარნეგი ჰოლი“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამაშია როგორც ქართული, ასევე ებრაული და რუსული სიმღერები, გარდა ამისა, ევროპული რეპერტუარიც. მალე იმავე პროგრამით მომღერალი ბოსტონში, „მაჯესტიკში“ წარდგება.

ახალ პროგრამას „მამელი, დედის თვალები“ ჰქვია. თამრიკო გვერდწითელმა ის სრული ანშლაგის პირობებში წარადგინა ნიუ იორკში, მაყურებლის წინაშე.

კონცერტში მონაწილეობდა ხელოვნების ფესტივალის „ალუბლების ბაღის“ დიდი სიმფონიური ორკესტრი და მოსკოვის ვაჟთა ევროპული კაპელა, დირიჟორ ალექსანდრ ცალიუკის ხელმძღვანელობით.

დარბაზში დამსწრეთა უმრავლესობას რუსი და ქართველი ემიგრანტები წარმოადგენდნენ, თუმცა იყო სხვა პუბლიკაც, რომელზეც შესრულებულმა სიმღერებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთ მუსიკალურმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა, როდესაც ზოგჯერ სიმღერის ტექსტი არ გესმის, თუმცა გინდა გაგიხარდეს და იტირო მომღერალთან ერთად. თამარ გვერდწითელის ვოკალი შეაფასეს, როგორც „ბროლის, გამჭირვალე, სავსე და ძლიერი“.

თამრიკო გვერდწითელის ამ გამოსვლით გაიხსნა ფესტივალი „ალუბლების ბაღი“, რომელიც ორ კვირას გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g