LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია – განათლების მინისტრი

125

“ინკლუზიური, ინტეგრირებული სწავლება, ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ჩემი, როგორც განათლების მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია,”- ეს განცხადება განათლების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა, ინკლუზიური განათლება ჯერაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

“დღეს უპირველესი ამოცანაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა, სპეციალური მასწავლებლების დაფასება და ამ პროფესიის განვითარება.

გპირდებით, რომ სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს თანაბარ შესაძლებლობათა გარემოს შესაქმნელად,”- აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.

https://www.facebook.com/ChkhenkeliMikheil/posts/2045244492424389

ამავე შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD) ხელმძღვანელი, მარიამ კორკოტაძე, გამოეხმაურა.

როგორც მარიამ კორკოტაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრმა პირობა მისცა, რომ სპეცმასწავლებლის სტატუსი განისაზღვრება და ინკლუზიური განათლების განხორციელების რეგულაციები დამტკიცდება.  საუბარი შეეხო ასევე ბულინგის პრობლემას. მარიამ კორკოტაძის ინფორმაციით, მინისტრმა სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერებაზე და სწრაფი რეაგირების ჯგუფების საჭიროებაზე ისაუბრა. 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10212171120046743&set=a.1674000763394.2091826.1038677308&type=3&theater

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g