LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანაინვესტირების ფონდი“ 574 მლნ დოლარის ღირებულების რვა ახალ პროექტს იწყებს

88

“თანაინვესტირების ფონდმა” რვა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი წარადგინა, რომელთა ნაწილი უკვე მშენებლობის ეტაპზეა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 574 მლნ აშშ დოლარია, მშენებლობის პროცესში კი 15 ათასი ადამიანი დასაქმდება.

თანაინვესტირების ფონდის ახალი პროექტებია: სასტუმრო თავისუფლების მოედანი, სასტუმრო სოლოლაკი, თაბორის სარეკრეაციო სივრცე, სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, კიდევ ერთი სასტუმრო ამავე მოედანზე, სასტუმრო განმუხური, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი “მაგნოლია” ბათუმში, სასტუმრო “შეკვეთილი”.

როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტები თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, უპრეცენდეტოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g