LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თა­ნახ­მა ვარ ამ და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში“ – კრიშტიანო რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა

370
კრიშტიანო რონალდუ

„მე ვთქვი დიახ! თა­ნახ­მა ვარ,“ – ამის შე­სა­ხებ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ეს­პა­ნელ­მა მო­დელ­მა, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა და­წე­რა.

ჯორ­ჯი­ნამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც მას ხელზე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი ამ­შვე­ნებს და რჩე­ულს, კრიშტიანო რონალდუს სიყ­ვა­რულს სა­ჯა­როდ უხ­სნის:

„თა­ნახ­მა ვარ ამ და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში,“ – წერს ჯორ­ჯი­ნა.

მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ულო­ცა­ვენ და წყვილს ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ.

რო­გორც ჩანს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ლე­გენ­და­რულ­მა კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუმ თა­ვის საყ­ვა­რელ ქალს ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა და მალე მათი სა­ქორ­წი­ნო სამ­ზა­დი­სიც და­ი­წყე­ბა.

ცნობისთვის, კრიშ­ტი­ა­ნო და ეს­პა­ნე­ლი მო­დე­ლი 2016 წლი­დან არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს და ზრდი­ან ფეხბურთელის კი­დევ სამ ბავ­შვს, რომ­ლე­ბიც მას სუ­რო­გა­ტი დე­დის­გან ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g