LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე“ – ბულგარეთში საქართველოს ელჩი

157
ოთარ ბერძენიშვილი

ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

საგარეოს 44 თანამშრომელი ევროკავშირზე მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება – „დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“

როგორც ოთარ ბერძენიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის კოლეგებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესში და მათი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს.

„საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე.

ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე [ორ ათწლეულზე მეტი], ჩემს კოლეგებთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-თან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში.

ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, – წერს ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g